3. მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები
3.1 ხელშეკრულების დადება, შესრულება ან/და შეწყვეტა.
3.1.1 მონაცემთა მოწოდება კონტრაქტის გაფორმების პროცესში
თუ დარეგისტრირდებით კომპანიის პლატფორმაზე ან გააფორმებთ ხელშეკრულებას კომპანიისთან, ხელშეკრულების გასაფორმებლად, შესასრულებლად ან შესაწყვეტად დაამუშავებს შემდეგ პირად მონაცემებს:
- სახელი, გვარი
- მიწოდების მისამართი
- ელ.ფოსტა
- დაბადების თარიღი
- ტელეფონის ნომერი
- პირადი ნომერი
- ინფორმაცია განთავსებული შეკვეთების შესახებ
მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტებით:
- “ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.“
- „გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით.“
- „ი) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.“
თქვენსა და კომპანიას შორის ნასყიდობის ხელშეკრულების განსახორციელებლად, ასევე, საჭიროა შემდეგი სახის მონაცემების დამუშავება:
- საცხოვრებელი მისამართი
- ელ.ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- თქვენი ვიზიტისას ჩვენს საიტზე დაფიქსირებული მონაცემები ანონიმურია და შეუძლებელია თქვენი იდენტობის დადგენა. თუმცა, თქვენი პროფილიდან შეძლებთ დეტალური ინფორმაციის მიღებას, მათ შორის:
- თქვენი „IP“ მისამართი ან პროქსი სერვერის „IP მისამართი;
- თქვენ მიერ მოთხოვნილი დომენის სახელი;
- თქვენი მოწყობილობის დასახელება და სერიული ნომერი;
- თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის სახელი, ზოგჯერ იწერება თქვენი ISP კავშირის კონფიგურაციის მიხედვით;
- ვებსაიტზე თქვენი ვიზიტის თარიღი და დრო;
- თქვენი სესიის ხანგრძლივობა;
- კომპანიის ის გვერდები, რომლებზეც შედიხართ;
- ჩვენს საიტზე შემოსვლის რაოდენობა თვის/წლის განმავლობაში;
- URL, რომელსაც უყურებთ და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- ვებსაიტი, რომელმაც გადმოგამისამართათ ჩვენს საიტზე;
- ოპერაციული სისტემა, რომელსაც იყენებს თქვენი კომპიუტერი.
3.2 საკურიერო კომპანიებისთვის მონაცემების გაზიარება
შეკვეთის ადგილზე მიწოდებისათვის ჩვენ ვთანამშრომლობთ საკურიერო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან, რომელთაც შესაძლოა გადაეცეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
- სახელი, გვარი
- საფოსტო კოდი
- ელ.ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- პირადი ნომერი
მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ ქვეპუნქტით:
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.“
3.3. სხვა მესამე პირები
კომპანია საჭიროებისამებრ, თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორებთან მომსახურების მიწოდებისა და სხვა მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მათ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს, რათა უზრუნველყოს მომსახურების სრულფასოვანი გაწევა
მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ და იქვეპუნქტებით:
- ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მისი მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ი) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვა უპირატესია.
3.4 მონაცემთა დამუშავება მარკეტინგული მიზნებისთვის
შპს „ეიესბისი” თქვენი თანხმობის საფუძველზე უფლებამოსილია დაამუშაოს და გამოიყენოს თქვენი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, მათ შორის: სახელი, გვარი, მისამართი, ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი. აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, კომპანია მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე აქციებსა და შეთავაზებებზე.
მარკეტინგული მიზნებისათვის თქვენი მონაცემების დამუშავება ასევე შესაძლებელია შპს “ესესბისი”-სთან დაკავშირებული კომპანიების მიერ, მათ შორის:
- შვილობილი და დედა კომპანიები
- კომპანიები, რომლებშიც შპს “ეიესბისი” ფლობს წილებს
მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე, რაც განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით:
„ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე.“
კანონის შესაბამისად, შპს “ეიესბისი” (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი) ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, თუმცა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
ამ ვალდებულების შესასრულებლად, შპს :ეიესბისი“ ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
თუ გსურთ მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავების თანხმობის გაუქმება, შეგიძლიათ შეტყობინება გაგზავნოთ თქვენ მიერ სისტემაში რეგისტრირებული ელ-ფოსტის მისამართიდან შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
Info@asbc.ge